The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



სერგეი კოვალენკო

სერგეი კოვალენკო
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1947
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2004  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა პორტ-არტურში. კალათბურთელი (215 სმ). თამაშობდა თბილისის ”ბურევესტნიკში” (1965-68), კიევის ”სტროიტელში” (1969-75), მოსკოვის ცსკა-ში (1976-80), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1966-73). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1970),  ევროპის ჩემპიონი (1969), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1973), მსოფლიოს უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1973), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1976, 80), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1970, 74), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  128 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1965-1968)
  • "სტროიტელი" კიევი (1969-1975)
  • "ცსკა" მოსკოვი (1976-1980)

გააზიარე: