The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვახტანგ ჯაფარიძე

ვახტანგ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 1978  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი, მსაჯი

ბიოგრაფია

დაიბადა სამტრედიაში. კალათბურთი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მატჩები, კალათბურთის ფესტივალი პერუში, მრავალი საერთაშორისო შეხვედრა. სისტემატურად სახელდებოდა სსრკ საუკეთესო მსაჯთა შორის. 25 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე მაღალკვალიფიციური მსაჯობისთვის ფიბამ დააჯილდოვა “ვერცხლის სასტვენით” (1976). სსრკ-ში ერთ-ერთ პირველს მიენიჭა სპორტის საპატიო მსაჯის წოდება (1972).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  334 გვ.


გააზიარე: