The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლეონიდ ძეკონსკი

ლეონიდ ძეკონსკი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1907
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1981  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:კლასიკური ჭიდაობა, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა  ყარსში (თურქეთი). ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. მწვრთნელი. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1935, 36) და ორგზის მესამე პრიზიორი (1937, 47). სსრკ ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა გუნდის პირველ უცხოურ (თურქეთის) ტურნეში (1935). სსრკ პირველი ჩემპიონი ჭიდაობაში საქართველოდან. სსრკ ჩემპიონატების მეორე (1948) და მესამე (1947) პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან გივი კარტოზია და ომარ ეგაძე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  325 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" თბილისი
  • "მედიკი" თბილისი

გააზიარე: