Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ავთანდილ ქორიძე![]()
Biographyდაიბადა თბილისში. ქართულ-რომაული სტილით მოჭიდავე. (67 კგ. წონითი კატეგორია). 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ჭიდაობა დაიწყო 1949 წლიდან. მწვრთნელი - პეტრე იორდანიშვილი. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1956 წლიდან. 1957 - სსრკ ვიცე-ჩემპიონი (67კგ; ლენინგრადი); 1957 - საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (67კგ; ახალგაზრდობის და სტუდენტთა მსოფლიო თამაშები); 1958 - სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (67კგ; ლვოვი); 1959 საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (67კგ; ადრიატიკის თასი); 1960 - ოლიმპიური ჩემპიონი (67კგ; რომი); რომის ოლიმპიადის შედეგები: I წრე: მარიო დე სილვა (იტალია) - მოგება; II წრე: ბენ ჰონდრუპი (აშშ) - მოგება; III წრე: კიესტი ლეჰტონენი (უნგრეთი) - ფრე; IV წრე: ანასტასის მოისიდისი (საბერძნეთი) - მოგება; V წრე: დიმიტრ სტოიანოვი (ბულგარეთი) - მოგება; VI წრე, ოქროს მედლისთვის: ბრანკო მარტინოვიჩი (იუგოსლავია) - მოგება. 1960 სსრკ ვიცე-ჩემპიონი -(67კგ; სარატოვი); 1961 - მსოფლიოს ჩემპიონი (67კგ; იოკოჰამა, იაპონია). 1960 წელს, რომის ოლიმპიადის V წრეში ბულგარელ დიმიტრ სტოიანოვთან ორთაბრძოლის შემდეგ ავთანდილ ქორიძე დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მსაჯთა გადაწყვეტილება გაპროტესტდა, განხილვაში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი როჟე კულონიც ჩაერთო და საბოლოოდ ქორიძეს ქულებით გამარჯვება მიეკუთვნა, მიუხედავად იმისა, რომ ორთაბრძოლისას ქართველმა სუფთად დაამარცხა მოწინააღდეგე. ავთანდილ ქორიძე 1966 წლის 11 აპრილს დაიღუპა თერჯოლაში მომხდარ ავტოავარიაში ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |