The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ილია ჩხარტიშვილი

ილია ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 1995  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, კლასიკური ჭიდაობა, მსაჯი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მაღალ ჯუმათში (ოზურგეთი). ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი, მსაჯი. იყო სსრკ ბერძნულ-რომაული (1966) და თავისუფალი (1967-73) სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელი, საქართველოს თავისუფალი (1967-73) და ბერძნულ-რომაული (1973-75) სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სსრკ თასი მოიპოვა (1973). მისი აღზრდილები არიან: ნოდარ ხოხაშვილი, ანდრო ცხოვრებოვი, როინ დობორჯგინიძე (თავისუფალი ჭიდაობა), რომან რურუა და თემო ყაზარაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა 1972 წლის მიუნხენისა და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში, აგრეთვე მსოფლიოსა და ევროპის მრავალ ჩემპიონატში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  329 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "კოლმეურნე" თბილისი

გააზიარე: