ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ოთარ ტატიშვილი
დაბადების თარიღი: | 9 მაისი, 1947 (77 წლის) |
კატეგორია: | კლასიკური ჭიდაობა, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, მწვრთნელი. სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1971). იყო საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1984) და სსრკ ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების მწვრთნელი (1984-87). მისი აღზრდილები არიან: რამაზ ნოზაძე, გელა პაპაშვილი, აკაკი ჩაჩუა და გიორგი ჯინჭველაშვილი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 332 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|