The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვაჟა კრავეიშვილი

ვაჟა კრავეიშვილი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:კლასიკური ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. სამტრედიაში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

1975 წლიდან მუშაობს მწვრთნელად. დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის მოღვაწე. 1994 წლიდან ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი. 

დღესაც განაგრძობს ბერძნულ-რომაულ (კლასიკურ) ჭიდაობაში მოღვაწეობას. გაზრდილი ჰყავს არაერთი მსოფლიო, ევროპის და ოლიმპიადის მედალოსანი. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის - დავით ბედინაძისა და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის - მანუჩარ ცხადაიას პირადი მწვრთნელი. მის მოსწავლეთა შორის ასევე არიან შმაგი ბოლქვაძე, ზვიად პატარიძე და სხვ.

2019 წელს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ქართველი მწვრთნელი - ვაჟა კრავეიშვილი, მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოთი და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

2011 წლის 28 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში სპორტის განვითარება-პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სპორტული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1967-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სპორტის განვითარება-პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სპორტული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

გააზიარე: