Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ვაჟა კრავეიშვილი![]()
Biographyდაიბადა ქ. სამტრედიაში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 1975 წლიდან მუშაობს მწვრთნელად. დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის მოღვაწე. 1994 წლიდან ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი. დღესაც განაგრძობს ბერძნულ-რომაულ (კლასიკურ) ჭიდაობაში მოღვაწეობას. გაზრდილი ჰყავს არაერთი მსოფლიო, ევროპის და ოლიმპიადის მედალოსანი. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის - დავით ბედინაძისა და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის - მანუჩარ ცხადაიას პირადი მწვრთნელი. მის მოსწავლეთა შორის ასევე არიან შმაგი ბოლქვაძე, ზვიად პატარიძე და სხვ. 2019 წელს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ქართველი მწვრთნელი - ვაჟა კრავეიშვილი, მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოთი და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 2011 წლის 28 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში სპორტის განვითარება-პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სპორტული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |