The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თემურ აფხაზავა

თემურ აფხაზავა
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:კლასიკური ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (82 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 83), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 84) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 86), მსოფლიოს თასის და მსოფლიოს “სუპერთასის” მფლობელი (1985), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975),  მსოფლიო უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1981), სსრკ ჩემპიონი (1984), სსრკ ხალხთა VII და VIII სპარტაკიადების მეორე (1979) და მესამე (1983) პრიზიორი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1983). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" ქუთაისი

გააზიარე: