The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ედიშერ მაჩაიძე

ედიშერ მაჩაიძე
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:კლასიკური ჭიდაობა, მსაჯი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსაჯი. სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1973, 76). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ფილას წევრი, ექსტრა კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი. 1994 წლიდან მსაჯობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში. იყო 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მსაჯი. საქართველოს სპორტკომიტეტის სახელმწიფო მწვრთნელი, ჭიდაობის სამმართველოს უფროსი (1980-82), ჭიდაობის უმაღლესი სპორტული დაოსტატების სკოლის დირექტორი (1984-88), ფიზიკური კულტურის ტექნიკუმის დირექტორი (1988-99), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2006). ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  336 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: