ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
პეტრე იორდანიშვილი
დაბადების თარიღი: | 1905 |
გარდაცვ. თარიღი: | 8 აპრილი, 1977 (72 წლის ასაკში) |
კატეგორია: | კლასიკური ჭიდაობა, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში. 1936 წელს თბილისში ჩამოაყალიბა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პირველი სექციები. მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური, მსოფლიოს და სსრკ ჩემპიონები – დავით ციმაკურიძე, ავთანდილ ქორიძე, დავით გვანცელაძე და ვასილ ილურიძე. იყო ჭიდაობის საკავშირო ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს წევრი. მისი სახელი ეწოდა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე საჭიდაო დარბაზს. ("პეტრეს დარბაზი"). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 325 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|