The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შალვა გორგასლიძე

შალვა გორგასლიძე
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1991  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:კრივი, მსაჯი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მოკრივე. სსრკ ჩემპიონი პირად (1944) და გუნდურ პირველობებში (1945), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1945) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1937-40) პირად ასპარეზობაში, საქართველოს 13-გზის ჩემპიონი. რინგზე ჩაატარა 149 ორთაბრძოლა, მოიგო 132, აქედან 24 _ ნოკაუტით.  წლების მანძილზე იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ავარჯიშებდა სსრკ ჩემპიონებს ამირან ხიზანიშვილს და მურმან თაქთაქიშვილს. იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ფიზაღზრდის კათედრის გამგე (1954-67). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  138 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სტროიტელი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1944 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მსუბუქი)
  • 1940 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1939 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1938 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1937 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: