The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



სარქის სარხოიანი

სარქის სარხოიანი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მაგიდის ჩოგბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ბათუმში. მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1975_ შერეული წყვილი) და ორგზის მესამე (1973 _ კაცთა წყვილი, გუნდური) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1966, 68 _ გუნდური; 1970 _ შერეული წყვილი, კაცთა წყვილი, გუნდური) და ორგზის მესამე (1974, 76) პრიზიორი, სსრკ 23-გზის ჩემპიონი ერთეულებში, კაცთა და შერეულ წყვილებში, გუნდურ ჩათვლაში (1966-72, 74-78), აქედან ექვსჯერ _ ერთეულთა თანრიგში, მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (1973 _ ერთეულთა თანრიგი, კაცთა და შერეული წყვილები, გუნდური). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. იტალიის მაგიდის ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1996-იდან).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  145 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სპარტაკი" ბათუმი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ოდესა
  • 1977 - პირველი და მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ვოროშილოვგრადი
  • 1976 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
  • 1975 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. კალკუტა (შერეული წყვილი)
  • 1975 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლვოვი
  • 1974 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ერევანი
  • 1974 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი (ვაჟთა წყვილი)
  • 1973 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სარაევო
  • 1973 - პირველი ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატი. ჰანოვერი (ერთეულთა, ვაჟთა, შერეული, გუნდური)
  • 1972 - პირველი და მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ვოლგოგრადი
  • 1971 - პირველი და მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კუიბიშევი
  • 1970 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მოსკოვი (შერეული წყვილი და გუნდური)
  • 1968 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი (გუნდური)
  • 1968 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი
  • 1967 - პირველი და მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ერევანი
  • 1966 - პირველი და მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი (ვაჟთა წყვილი)
  • 1966 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი (გუნდური)

გააზიარე: