The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ქეთევან ლოსაბერიძე

ქეთევან ლოსაბერიძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1949  (74 წლის)
კატეგორია:მშვილდოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ კიროვში (ტყიბული). მშვილდოსანი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980) და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1972, IV ადგილი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78),  სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 79) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 72, 74, 75, 81), სსრკ თასის მფლობელი (1972, 78), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 80), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980), საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-05). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  148 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" ქუთაისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - ოქროს მედალი, მოსკოვის ოლიმპიური თამაშები
  • 1978 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. კოვენტრი
  • 1975 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. აშხაბადი
  • 1974 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტაშკენტი
  • 1973 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ალმა - ათა
  • 1972 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლუქსემბურგი
  • 1972 - სსრ კავშირის თასი, სსრკ ჩემპიონატი. დუშამბე
  • 1972 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ვილნიუსი
  • 1972 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლუქსემბურგი
  • 1971 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: