The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შალვა ჯაშიაშვილი

შალვა ჯაშიაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1990  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მშვილდოსნობა, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თელავში. მშვილდოსნობის მწვრთნელი. საქართველოში მშვილდოსნობის ფუძემდებელი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1960-75). მისი აღზრდილია ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. გარდაიცვალა ქუთაისში.

საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი 1971 წლიდან.

საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი 1976 წლიდან.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" ქუთაისი

გააზიარე: