The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მერაბ შარიქაძე

მერაბ შარიქაძე
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1993  (30 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

აქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. საქართველოს ნაკრებში პირველად 18 წლის ასაკში ითამაშა. მილტონ ჰეიგმა უმალვე შენიშნა ახალგაზრდა მორაგბეში დიდი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი უაღრესად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
  ორი წლის განმავლობაში მერაბმა ეროვნულ გუნდში 19 კეპი მოიხვეჭა და 6 ლელო გაიტანა. ამათგან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრებთან გატანილი ლელოა, რომელმაც "ბორჯღალოსნებს" ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა. 20 წლის მორაგბეს ჯერ მთელი კარიერა წინ აქვს და იმედია, გაცილებით მნიშვნელოვანი ლელოების გამტანიც იქნება. 

მერაბ შარიქაძე ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ბურგ ან ბრესში" თამაშობს. დაამთავრა: ჰართპურის კოლეჯი.

   

  პირადი მონაცემები:

დაბადების თარიღი 1993 წელი, 17 მაისი
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი.
სიმაღლე: 186 სმ

წონა: 95 კგ.

თამაში: 20

ქულა: 10

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურგ ან ბრესი" საფრანგეთი
  • "ორიაკი" საფრანგეთი

გააზიარე: