ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ლაშა მალაღურაძე
დაბადების თარიღი: | 2 იანვარი, 1986 (39 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. თამაშობს ცენტრის პოზიციაზე. ლაშას პირველი გუნდი იყო „ყოჩები“, 2007 წელს ამ კლუბთან ერთად საქართველოს პირველობაც მოიპოვა. მოგვიანებით მალაღურაძე საფრანგეთში გადავიდა, სადაც არაერთ კლუბში მოუწია თამაში. 2011 და 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე ლაშა საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო.
პირადი მონაცემები:
დაბადების თარიღი1986, 2 იანვარი. |
|
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი. |
|
სიმაღლე: 185 სმ |
|
წონა: 92 კგ.
თამაში: 70
ქულა: 180
|
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "ბაგნერსი" (2012-)
- "ბეზიერსი" საფრანგეთი (2008-2011)
- "რონი" (2011-2012)
- "ყოჩები" საქართველო (2008-)
|