The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლაშა ხმალაძე

ლაშა ხმალაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1988  (36 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

  ლაშა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი თაობის წარმომადგენელია. თუმცა, მან უკვე მოასწრო მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე, 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე თამაში. 

მუდამ წყნარი, თავმდაბალი, მიზანდასახული, თამაშისას შეუპოვარი და შესანიშნავად მოაზროვნე - ასე შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ "ბორჯღალოსანთა" მგეზავი. მისი სათამაშო პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მგეზავის ფუნქცია გუნდის შეტევების წარმართვა, იერიშის მიმართულების ცვლაა. 

ერთი სიტყვით, ლაშა მატჩის დირიჟორია. მის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს ნაკრების, თუ გნებავთ, თამაშის ხასიათიც. 

  პირადი მონაცემები:

დაბადების თარიღი1988, 20 იანვარი
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი.
სიმაღლე: 179 სმ

წონა: 78 კგ.

თამაში: 47

ქულა: 43


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლელო სარასენს" საქართველო

გააზიარე: