ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ჯაბა ბრეგვაძე
დაბადების თარიღი: | 1 დეკემბერი, 1987 (37 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, პოზიციით ჰუკერი. ჯაბა ბრეგვაძე 24 წლისაა და თბილისის "ყოჩების" აღზრდილია. შარშან სეზონის დასაწყისში "არმიაში" გადაბარგდა. ეროვნულ ნაკრებში 17 კეპი აქვს მოხვეჭილი. ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსანთა" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ჯგუფური ტურნირის ოთხივე შეხვედრაში იასპარეზა. ამ ოთხი შეხვედრიდან ბრეგვაძე სამში ძირითად შემადგენლობაში იყო, ბოლო მატჩში არგენტინის ნაკრებთან კი თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო.აფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიდერი, ამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ევროპული რაგბის გრანდი "ტულუზი," საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭით, ჯაბა ბრეგვაძით გაძლიერდა.
ქართველი მორაგბის ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც სპეციალური ტესტები ჩააბარა. ბრეგვაძე უკვე მომავალ უქმეებზე ითამაშებს "ტულუზის" შემადგენლობაში "მეტრო რასინგთან" მატჩში. "ტულუზის" ხელმძღვანელებმა ის ევროთასების განაცხადშიც შეიყვანეს. თამაშობდა „ტულუზის“ სახელით ტოპ 14-ში. დღეისათვის ფრანგული„ვოსტერის“ შემადგენლობაშია. 2011 და 2015 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში ჯაბა ნაკრების ძირითად მოთამაშეთა შორის იყო.
პირადი მონაცემები:
დაბადების თარიღი1987, 1 დეკემბერი |
|
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი. |
|
სიმაღლე: 181 სმ |
|
წონა: 110 კგ.
ეროვნული ნაკრები, თამაში: 33
ქულა: 5
|
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- Worcester Warriors (2015-)
- "ვისოლის ყოჩები" (2012-)
- Stade Toulousain (2012-2014)
|