The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



კობა წაქაძე

კობა წაქაძე
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1934  (89 წლის)
კატეგორია:სათხილამურო სპორტი

ბიოგრაფია

დაიბადა ბაკურიანში. ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელი. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972).  საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი  (1968, 1970, 1972).  საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი  (1961). ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე - კორტინა დ'ამპეცო (იტალია; 1956) - XXX ადგილი (70-მეტრიან ტრამპლინზე); სკვო-ველი (აშშ; 1960) - IX (70მ); ინსბრუკი (ავსტრია; 1964) - XXVII (90მ); საპორო (იაპონია; 1972) - IX (70მ), XXXV (90მ). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 261 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ასკ" თბილისი

გააზიარე: