ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ირაკლი მირცხულავა
დაბადების თარიღი: | 1988 (37 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. საფრანგეთის ელიტარული მეორე დივიზიონის გუნდის “ტარბის“ შერკინების პირველხაზელი ირაკლი მირცხულავა ტოპ-14-ის გუნდში, “ტულუზში“ ვარჯიშობს. 27 წლის მორაგბემ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ქართველი მორაგბე გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს თუ არა. მირცხულავას ამჟამინდელი გუნდი “ტარბი“ 16 გუნდიან მეორე დივიზიონში მე-13 ადგილზეა.
ირაკლი “ტარბში“ ჩარიცხვამდე თბილისის “დინამოში“ და "ლელოში"გამოდიოდა, ითამაშა ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებში და 8 კეპი დააგროვა “ბორჯღალოსანთა“ მაისურით.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "ბორჯღალოსნები" საქართველო
- "ტარბი" საფრანგეთი
|