ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გიორგი ჩხაიძე
დაბადების თარიღი: | 20 აგვისტო, 1981 (43 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. პოზიციით მე-8 ნომერი.
დღეისათვის გიორგი ჩხაიძეს საქართველოს ნაკრებში 86 კეპი აქვს მოხვეჭილი და 35 — ქულა მოპოვებული. 2002 წლის 3 თებერვალს, თბილისში საქართველო — ნიდერლანდების დაპირისპირებისას (სადაც საქართველომ 88 - 0 გაიმარჯვა) შედგა გიორგის დებიუტი, ის ამ დროს სულ რაღაც 19 წლის იყო. ჯამში ნაკრების მაისურით გატანილი აქვს 4 ლელო. 2003, 2007, 2011 და 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე გიორგი ჩხაიძე საქართველოს ღირსებას იცავდა.
პირადი მონაცემები:
დაბადების თარიღი1981, 20 აგვისტო. |
|
დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი. |
|
სიმაღლე: 195 სმ |
|
წონა: 112 კგ.
|
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "მასი" საფრანგეთი (2006-2008)
- "რესინგ მეთრო" საფრანგეთი (2008-2009)
- „ლილე“ საფრანგეთი (2014-)
- „მონტპელიერი" საფრანგეთი (2009-2011)
- „სენ ჟუნიენი“ საფრანგეთი (2011-2012)
- „ტარბესი“ საფრანგეთი (2012-2014)
|