The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ჩხაიძე

გიორგი ჩხაიძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1981  (42 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

   აქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი პოზიციით მე-8 ნომერი.

დღეისათვის გიორგი ჩხაიძეს საქართველოს ნაკრებში 86 კეპი აქვს მოხვეჭილი და 35 — ქულა მოპოვებული. 2002 წლის 3 თებერვალს, თბილისში საქართველო — ნიდერლანდების დაპირისპირებისას (სადაც საქართველომ 88 - 0 გაიმარჯვა) შედგა გიორგის დებიუტი, ის ამ დროს სულ რაღაც 19 წლის იყო. ჯამში ნაკრების მაისურით გატანილი აქვს 4 ლელო. 2003, 2007, 2011 და 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე გიორგი ჩხაიძე საქართველოს ღირსებას იცავდა.


    პირადი მონაცემები:

დაბადების თარიღი1981, 20 აგვისტო.
დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი.
სიმაღლე: 195 სმ

წონა: 112 კგ.




ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "მასი" საფრანგეთი (2006-2008)
  • "რესინგ მეთრო" საფრანგეთი (2008-2009)
  • „ლილე“ საფრანგეთი (2014-)
  • „მონტპელიერი" საფრანგეთი (2009-2011)
  • „სენ ჟუნიენი“ საფრანგეთი (2011-2012)
  • „ტარბესი“ საფრანგეთი (2012-2014)

გააზიარე: