The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი როსტიაშვილი

გიორგი როსტიაშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1994  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი, სამბო

ბიოგრაფია

დაიბადა კავთისხევში (კასპი). სამბისტი, თავისუფალის სტილის მოჭიდავე, მწვრთნელი. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1948, 50, 51) სამბოში, სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1951) თავისუფალ ჭიდაობაში. მისი აღზრდილები არიან: ზარბეგ ბერიაშვილი, ნოდარ მოდებაძე, რომან მარსაგიშვილი, გივი ყვარელაშვილი (ყველა _ თავისუფალი ჭიდაობა), როსტომ აბაშიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). აზიის თამაშებზე ხელმძღვანელობდა პაკისტანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს (1972). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  328 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბოლშევიკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. დონის როსტოვი
  • 1951 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი
  • 1950 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ყაზანი
  • 1948 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1947 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: