The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ქრისტეფორე ნინიაშვილი

ქრისტეფორე ნინიაშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:მსაჯი, მწვრთნელი, სამბო, ქართული ჭიდაობა, ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა ხოვლში (კასპი). ცნობილი ფალავანი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე, სამბოს და ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში (1944, 45, 47, 49), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1948, 49). საქართველოს სამბისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1950-72), საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, ავტორი წიგნისა “ქართული ჭიდაობა” (1997).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  328გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. დონის როსტოვი
  • 1950 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ყაზანი
  • 1949 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი
  • 1948 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1947 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: