The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანზორ კიკნაძე

ანზორ კიკნაძე
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1976  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, სამბო, ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბადიაურში (საგარეჯო). ძიუდოისტი  (93 კგ). XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1964, ტოკიო), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66), ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959-62, 64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

 სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1958 წლიდან. (სამბო)

 სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1963 წლიდან. (თავისუფალი ჭიდაობა)

სსრ კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი 1965 წლიდან.(ძიუდო)


საქართველოს აბსოლუტური ფალავანი 1960 - 1961 - 1962 - 1963 - 1964 წლები. (თბილისი)

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. გვ. 229


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლოზანა
    ძიუდო
  • 1967 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. რომი
    ძიუდო
  • 1967 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. რომი
    ძიუდო
  • 1967 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სოლტ - ლეიკ - სიტი
    ძიუდო
  • 1966 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლუქსემბურგი
    ძიუდო
  • 1966 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
    სამბო
  • 1965 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მადრიდი
    ძიუდო
  • 1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. პერმი
    სამბო
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
    სამბო
  • 1964 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბერლინი
    ძიუდო
  • 1963 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
    სამბო
  • 1963 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ჟენევა
    ძიუდო
  • 1962 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ესენი
    ძიუდო
  • 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიშინიოვი
    სამბო
  • 1961 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი (მძიმე წონითი კატეგორია)
    სამბო
  • 1960 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
    სამბო

გააზიარე: