ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
დომენტი ფანჩულიძე
დაბადების თარიღი: | 10 იანვარი, 1953 (72 წლის) |
კატეგორია: | სამბო |
ბიოგრაფია
დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში. 1970 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1970-73 წლებში სწავლობდა ქუთაისის "რადიოტექნიკუმში". მომდევნო 2 წელი გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ქალაქ ვლადივოსტოკში. 1976-1978 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა "მილიციის სკოლაში". წლების განმავლლობაში მუშაობდა მილიციელად. მიღებული აქვს არაერთი წოდება და ჯილდო. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1978 წლიდან. 1978-1982 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში პედაგოგიკის ფაკულტეტზე. 1979 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა სიგელით საუკეთესო მსაჯობისთვის "ძიუდოში".
1990-1993 წლებში მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიდინარე ბრძოლებში. არის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, თადარიგში პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "განთიადი" თბილისი (1978-)
- "დინამოს საბჭო" (1975-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1982 - მესამე ადგილი , საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროების პირველობა "სამბოში" ქალაქ ყარაღანდაში
- 1981 - მესამე ადგილი (82კგ.), "დინამოს" სპარტაკიადა - პირველობა "სამბოში"
- 1978 - პირველი ადგილი (82კგ.), "დინამოს" სპარტაკიადა - პირველობა "სამბოში"
- 1978 - მესამე ადგილი (82კგ.), საქართველოს "დინამოს" პირველობა "სამბოში"
|