The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დომენტი ფანჩულიძე

დომენტი ფანჩულიძე
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:სამბო

ბიოგრაფია

დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში. 1970 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1970-73 წლებში სწავლობდა ქუთაისის "რადიოტექნიკუმში". მომდევნო 2 წელი გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ქალაქ ვლადივოსტოკში. 1976-1978 წლებში  დაუსწრებლად სწავლობდა "მილიციის სკოლაში". წლების განმავლლობაში მუშაობდა მილიციელად. მიღებული აქვს არაერთი წოდება და ჯილდო. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1978 წლიდან. 1978-1982 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში პედაგოგიკის ფაკულტეტზე. 1979 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  დაჯილდოვდა სიგელით საუკეთესო მსაჯობისთვის "ძიუდოში".

1990-1993 წლებში მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიდინარე ბრძოლებში. არის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, თადარიგში პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" თბილისი (1978-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მესამე ადგილი , საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროების პირველობა "სამბოში" ქალაქ ყარაღანდაში
  • 1981 - მესამე ადგილი (82კგ.), "დინამოს" სპარტაკიადა - პირველობა "სამბოში"
  • 1978 - პირველი ადგილი (82კგ.), "დინამოს" სპარტაკიადა - პირველობა "სამბოში"
  • 1978 - მესამე ადგილი (82კგ.), საქართველოს "დინამოს" პირველობა "სამბოში"

გააზიარე: