The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბიძინა მაზიაშვილი

ბიძინა მაზიაშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:14 ოქტომბერი, 2004  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მსაჯი, მწვრთნელი, სამბო, ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა ზემო მაჩხაანში (დედოფლისწყარო). ძიუდოს მწვრთნელი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1964-82, 93-95), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1970-81). მიწვეული იყო იაპონიაში ქართული ჭიდაობის გაკვეთილების ჩასატარებლად (1990). მისი აღზრდილები არიან: ანზორ მარტყოფლიშვილი, ჯიბილო ნიჟარაძე, გივი ონაშვილი, რამაზ ხარშილაძე, ფარნაოზ ჩიკვილაძე, გურამ გოგოლაური, ამირან მუზაევი (ყველა – ძიუდო), გენადი გიორგაძე, მალხაზ ბერუაშვილი (ორივე – სამბო). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  329 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: