The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



შოთა ქველიაშვილი

შოთა ქველიაშვილი
Date of birth:1 January, 1938
Date of death:25 April, 2004  (at 66 years)
Category:Throwing

Biography

დაიბადა თბილისში. ტყვიის მსროლელი. XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო), XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1968, მეხიკო _ IV ადგილი), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1959 _ გუნდურში, 1969 _ პირადსა და გუნდურში), ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობაში გამარჯვებული (1958), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1961, 64, 68),  სამგზის მეორე (1961, 63, 68) და მესამე (1959, 63, 67) პრიზიორი, სსრკ ხალხთა II და III სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1959 _ პირადში, 1963 _ გუნდურში), III და IV სპარტაკიადების მესამე პრიზიორი (1963, 67 ორივე _ პირადში), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის წევრი (1982-92), სპორტის აკადემიის გამოყენებითი სახეობების კათედრის გამგე (1988-04). ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  176 გვ.

Member of Organizations

  • "არმიის სპორტკლუბი" თბილისი
  • "დინამო" თბილისი

Awards and Honors

  • 1969 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პლზენი (ნებისმიერი შაშხანა. წოლელა 393 ქულა)
  • 1969 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პლზენი (ნებისმიერი შაშხანა. ჩოქელა. პირადი და გუნდური)
  • 1968 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (ნებისმიერი შაშხანა (3X40) )
  • 1968 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (ნებისმიერი შაშხანა. ჩოქელა 783 ქულა.)
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ნშ-6 . ჩოქელა 373 ქულა.)
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ნებისმიერი შაშხანა)
  • 1964 - მეორე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. ტოკიო (ნებისმიერი შაშხანა (3X40) 300 მ - 1144 ქულა)
  • 1963 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ნშ-6 . ჩოქელა 391 ქულა.)
  • 1963 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ნებისმიერი შაშხანა (3X40) )
  • 1961 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ნებისმიერი შაშხანა. ჩოქელა 390 ქულა.)
  • 1961 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ნებისმიერი შაშხანა (3X40) 1144 ქულა (მსოფლიო რეკორდზე მეტი))
  • 1959 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მცირეკალიბრიანი შაშხანა (3X40) 384 ქულა.)
  • 1959 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მილანი (მცირეკალიბრიანი შაშხანა. გუნდური)

Share: