The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მარლენ პაპავა

მარლენ პაპავა
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:სასროლო სპორტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოხუმში. ტყვიის მსროლელი. ევროპის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1976), სსრკ ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1970, 74), ორგზის მეორე (1970, 76) და ორგზის მესამე პრიზიორი (1976, 78). მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1976, XXVI ადგილი).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  177 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" სოხუმი (1963-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მცირეკალიბრიანი პისტოლეტი 60 გასროლა. გუნდური - 2251 ქულა.)
  • 1976 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. საფრანგეთი (მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. გუნდური.)
  • 1974 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მპ - 6. გუნდური.)
  • 1970 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ოდესა (მპ - 6. 1122 ქულა.)
  • 1970 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ოდესა (მპ-6. გუნდური. 2209 ქულა.)
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: