The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ალექსანდრე ჯორჯაძე

ალექსანდრე ჯორჯაძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 1989  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ტანმოვარჯიშე, მწვრთნელი. მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატში ორგზის გამარჯვებული (1937 _ გუნდური პირველობა, ღერძზე ვარჯიში), სსრკ სამგზის ჩემპიონი ღერზძე ვარჯიშში (1939, 43, 49). საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის დირექტორი (1942-43), ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე (1966-73). იყო ავღანეთის ეროვნული ნაკრების კოსულტანტი და მთავარი მწვრთნელი (1973-77), იქვე დააარსა ფიზკულტურის ინსტიტუტი (1974). 30 სამეცნიერო-მეთოდური შრომის ავტორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  170 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: