The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



სერგო ჯაიანი

სერგო ჯაიანი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1928
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1990  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა სოხუმში. ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი ბჯენით ხტომებში (1954), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი ბჯენით ხტომებში (1954), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1954 _ ბჯენითი ხტომები, 1955 _ ღერძზე ვარჯიში), ორგზის მეორე (1951 _ თავისუფალი ვარჯიში, 1953 _ ბჯენითი ხტომები) და ორგზის მესამე (1951 _ ბჯენითი ხტომები, 1954 _ თავისუფალი ვარჯიში) პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  171 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "მედიკი" თბილისი

გააზიარე: