The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თალიკო კარანაძე

თალიკო კარანაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1953 წელს დაამთავრა ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახ. გორის სახელმწ. პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფიზიკური აღზრდის სპეციალობით. სპორტის ოსტატი სპორტულ ტანვარჯიშში. სპორტული კარიერა დაიწყო ქ. ქუთაისის სპორტულ სკოლაში. მუშაობდა ქ. ქუთაისის სხვადასხვა სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად, აგრეთვე მწვრთნელ-მასწავლებლად განთლების განყოფილების მოზარდთა ტანვარჯიშულ სკოლაში.

1966-1986 წწ. ფიზკულტურის უფროს მასწავლებლად ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

1986 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში.

1986-2010 წწ. 142 საშ. სკოლის ფიზიკური აღზრდის უმაღლესი კატეგორიის უფროს მასწავლებლად. მან მრავალი სახელოვანი თაობა აღზარდა.

წლების განმავლობაში იკავებდა საპატიო ადგილებს საქართველოსა და ევროპის მასშტაბით, არის არაეთი ჯილდოსა და სიგელის მფლობელი.

საპატიო წოდებები:

1952 წელს სპორტის ოსტატის წოდება (ბრძანება N4457).

1989 წელს შრომის ვეტერანის წოდება, გადაეცა საპტიო მედალი.

2002 წელს „საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის“ წოდება.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

გააზიარე: