ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ჰანს ბურჯანაძე
დაბადების თარიღი: | 5 სექტემბერი, 1932 (92 წლის) |
კატეგორია: | მწვრთნელი, სპორტული ტანვარჯიში, ტანვარჯიში |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. სპორტული ტანმოვარჯიშე, მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1949, თავისუფალი ვარჯიში). 1979-იდან 1982 წლამდე მუშაობდა მადაგასკარში, სადაც ჩამოაყალიბა ტანმოვარჯიშეთა ნაკრები და დიდი წვლილი შეიტანა კუნძულზე სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. საქართველოსა (1982-88) და რუსეთის (1994-2004) კაცთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 330 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|