The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



მერი მდივანი

მერი მდივანი
Date of birth:29 May, 1937  (87 years)
Category:Gymnastics

Biography

დაიბადა ქ. თბილისში 1937 წლის 29 მაისს. 1955 წელს თბილისის საშუალო სკოლების პირველობაზე სპორტული ტანვარჯიშის გოგონათა ოსტატობის პროგრამაში აიღო პირველი ადგილი. ამავე წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში (ხტომებში).

სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1956 წლიდან.

 1960 წელს დაამთავრა ვ.ი. ლენინის სახ. საქ. შრომის წითელი დროშის ორდენოსანი პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მიენიჭა სამთო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია.  1965 წლამდე მუშაობდა „გიპროშახტში“ წამყვან კონსტრუქტორად, 1965-1991 წლებში კი სტც „საქსაშენიმასალებში“ (ყოფილი „პეკაბე“) ავტომატიკისა და ელექტროტექნიკური განყოფილების მთავარი, წამყვანი სპეციალისტისა და განყოფილების უფროსის თანამდებობები ეკავა. 1991-1996 წლებში იყო ამავე ორგანიზაციის „ორგტექსაშმასპროექტის“ სამმართველოს ელექტროტექნიკური სამუშაოების საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსი.

 

1985 წლის 30 დეკემბერს დაჯილდოვდა შრომის ვეტერანის მედლით.


Member of Organizations

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1956-)

Share: