The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თენგიზ მაცუკაშვილი

თენგიზ მაცუკაშვილი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1935
გარდაცვ. თარიღი:12 ივნისი, 1993  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი. საბურთალოს სასაფლაო
კატეგორია:ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 21-ე ვაჟთა სკოლა. ადრეული ასაკიდან ეუფლებოდა სპორტულ ტანვარჯიშს მწვრთნელ -  ავთანდილ ცომაიას ხელმძღვანელობით. სკოლაში სწავლის პერიოდშივე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული გუნდურ და პირად პირველობებზე, ხოლო მოგვიანებით, ასევე მოიპოვა კავშირის სპორტის ოსტატის ტიტული.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სპორტის აკადემიაში (მაშინდელი საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი), რომელიც წარმატებით დაამთავრა. შემდგომ ჩააბარა ქ. მოსკოვის მე-2 სამედიცინო უნივერსიტეტში. დაამთავრა ასევე წარმატებით. როგორც ექიმი, ჯერ მუშაობდა საგარეჯოს რაიონის დაბა გომბორის მთავარ ექიმად. ბოლოს თბილისის 22-ე პოლიკლინიკის და სტაციონარის გაერთიანების მთავარ ექიმად. გარდაცვალებამდე მუშაობდა რეაბილიტაციის ცენტრის პროექტზე, რომელიც, სამწუხაროდ, არ დასცალდა.
იყო უმაღლესი კატეგორიის ექიმის და საპატიო თბილისელის ტიტულებისს მფლობელი, რომელიც განსაკუთრებულად ეამაყებოდა. 
გარდაიცვალა 1993 წლის 12 ივნისს ფილტვის სიმსივნით. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1958-)

გააზიარე: