The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ომარ ბრეგვაძე

ომარ ბრეგვაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 1994  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა  ქ. ამბროლაურში

1955 წ. დაამთავრა ამბროლაურის რ-ის პირველი საშუალო სკოლა.

1965 წლიდან სსრ კავშირის სპორტის ოსტატი.

1968 წ. დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობით. 

1968-1970 წწ. ამბროლაურის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლის დირექტორი და  ამბროლაურის  მეორე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლბელი.

1970 წ.-დან გარდაცვალებამდე ამბროლაურის სპორტული სკოლის დირექტორი.

  ომარ ბრეგვაძემ მთელი ცხოვრება სპორტს (სპორტულ ასპარესზე არა ერთ წარმატებას მიაღწია), სპორტის განვითარებას და შემდგომ ახალგაზრდა თაობის აღზრდას მიუძღვნა.

   მისი ხელმძღვანელობის პეროდში ამბოლაურის სპორტული სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს (მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე 1982 წ. 32-ე სპარტაკიადაზე მეოთხე ადგილი, 33-ე სპარტაკიადაზე მესამე ადგილი, ხოლო 34-ე სპარტაკიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს. წარმატებები მხოლოდ ამით არ შემოიფრგლება, ამის დასტურია ის უამრავი ჯილდო,  გარდამავალი თასი, დიპლომი და სიგელი, რომელიც ამბროლაურის სპორტულ სკოლას აქვს მიღებული  მისი ხელმძღვანელობის პერიოდში).

საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება და დიდი შრომა დაუფასდა, რისი დასტურია მიღებული მრავალი ჯილდო და სიგელი:

  1. დაჯილდოებულია დიპლომით  ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის   მიერ ფიზკულტურისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
  2. 20.08.1959 წ. დაჯილდოებულია დიპლომით სამხედრო ნაწილის 44718 მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში პირველი ადგილის დაკავებისთვის;  
  3. 26.11.1961 წ. დაჯილდოებულია პირველი ხარისხის  დიპლომით  საქართველოს რესპუბლიკის სტუდენტური საბჭოს "ბურევესტნიკი"-ს მიერ, პირველი თანრიგის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის;
  4. 28.05.1963 წ. დაჯილდოებულია პირველი ხარისხის დიპლომით საქართველოს სსრ სპორტულ საზოგადოებათა და ორგანიზაციების კავშირის მიერ საქართველოს სსრ მესამე სპარტაკიადაზე სპორტულ ტანვარჯიში ვაჟთა შორის პირველი თანრიგის პროგრამით პირველი ადგილის დაკავებისთვის მრავალჭიდში;
  5. 1964 წ. დაჯილდოებულია სიგელით რესპუბლიკურ პირველობაზე სპორტულ ტანვარჯიში ოსტატთა პროგრამით ვაჟთა შორის, მეორე ადგილის დაკავებისთვის ;
  6. 1965წ. დაჯილდოებულია მესამე ხარისხის დიპლომით საქართველოს სსრ სპორტულ სახეობათა და  ორგანიზაციების კავშირის მიერ;
  7. დაჯილდოებულია საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს მიერ სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით;
  8. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს მიერ ამბროლაურის სასკოლათოშორისო სპორტული კომპლექსის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისთვის;
  9. 1981 წ. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს, განათლების უმაღლესი სკოლებისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტის მიერ სოცშეჯიბრში გამარჯვებისთვის;
  10. 1986 წ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტმა გამოუცხადა მადლობა ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისათვის;
  11. დაჯილდოებულია სიგელით საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს მიერ  ქართულ ჭიდაობაში მოსწავლეთა 23-ე სპარტაკიადის ზონალური შეჯიბრების მაღალორგანიზებულ დონეზე ჩატარებაში გაწეული საუკეთესო საქმიანობისთვის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1965-)

გააზიარე: