The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რუსუდან სიხარულიძე

რუსუდან სიხარულიძე
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1954  (69 წლის)
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა ბათუმში. ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში (1974), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973 _ მრავალჭიდი, 74 _ თავისუფალი ვარჯიში). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი 2005-იდან.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  173 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" ბათუმი

გააზიარე: