The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



პაატა შამუგია

პაატა შამუგია
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს თასის მფლობელი ბჯენით ხტომაში (1975), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1974), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1973 _ ღერძზე ვარჯიშში, ბჯენით ხტომასა და გუნდურ პირველობაში; 1974 _ ღერძზე ვარჯიშში; 1975 _ ბჯენით ხტომაში; 1976 _ მრავალჭიდსა და ბჯენით ხტომაში; 1977 _ ბჯენით ხტომაში), სსრკ თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1973 _ მრავალჭიდში, ღერძზე ვარჯიშსა და ბჯენით ხტომაში), სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი ბჯენით ხტომაში (1975, 79) , იუნიორთა საკავშირო სპარტაკიადის (1971) ჩემპიონი (ტაიჭზე ვარჯიშში), მეორე (აბსოლუტურ პირველობაში) და მესამე (თავისუფალ ვარჯიშში) პრიზიორი, სსრკ IV საკონკურსო პირველობაში გამარჯვებული (1973 _ ღერძზე ვარჯიშში), მოსკოვის საერთაშორისო ტურნირის ორგზის ჩემპიონი (1974 _ ტაიჭზე ვარჯიშში, 1975 _ თავისუფალ ვარჯიშში), ინგლისის ღია პირველობის აბსოლუტური ჩემპიონი (1975).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  174 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: