ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
აკაკი მეიფარიანი
დაბადების თარიღი: | 28 თებერვალი, 1918 |
გარდაცვ. თარიღი: | 31 დეკემბერი, 1995 (77 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მსაჯი, მწვრთნელი, ფარიკაობა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მოფარიკავე (რაპირა, დაშნა), მწვრთნელი, მსაჯი. თავიდან ტანვარჯიშს მისდევდა, შემდეგ კი, 27 წლის ასაკში, საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთ ფუძემდებელთან, ლევ გოლოვნიასთან დაიწყო ვარჯიში. სულ მოკლე ხანში სსრკ მოფარიკავეთა ნაკრებში შეიყვანეს. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. მომდევნო თამაშებისთვის (1956, მელბურნი) უკვე სსრკ თანამედროვე ხუთჭიდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო. ამ ოლიმპიადაზე გუნდი ფარიკაობაში იმდენად კარგად გამოვიდა, რომ საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელებმა აკაკი მეიფარიანს მელბურნშივე მიანიჭეს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1956-69), საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის გამგე (1969-74). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 327გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1949 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
|