The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რევაზ ცირეკიძე

რევაზ ცირეკიძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2007  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ფარიკაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. მოფარიკავე (დაშნა). სსრკ ჩემპიონატის (1955) და ეროვნებათა საერთაშორისო ტურნირის (1956) მეორე პრიზიორი,  სსრ კავშირის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1955, 57); მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (VI ადგილი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  181 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - მესამე ადგილი, მსოფლიო ახალგაზრდობის მეგობრული სპორტული თამაშობები. მოსკოვი
  • 1961 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი (დაშნა გუნდური)
  • 1958 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (დაშნა გუნდური.)
  • 1957 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ვოროშილოვგრადი (დაშნა პირადი და გუნდური)
  • 1955 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლვოვი (დაშნა.)
  • 1955 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი (დაშნა გუნდური)

გააზიარე: