The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნუგზარ ასათიანი

ნუგზარ ასათიანი
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1992  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ფარიკაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ხმლით მოფარიკავე.  XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში (1964, ტოკიო), XVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1960, რომი. მეოთხედფინალი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965), ორგზის მეორე (1961, 63) და მესამე პრიზიორი (1962), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებებში (1960, 62, 64), სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1960, 62, 66, 68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  182 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი (ხმალი.)
  • 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ხმალი.)
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (ხმალი გუნდური.)
  • 1965 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი
  • 1965 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. პარიზი
  • 1964 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი
  • 1964 - პირველი ადგილი, ოლიმპიური თამაშობები. ტოკიო
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი (ხმალი გუნდური.)
  • 1963 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. გდანსკი (ხმალი გუნდური.)
  • 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (ხმალი გუნდური.)
  • 1962 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (ხმალი.)
  • 1962 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ბუენოს-აირესი
  • 1962 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
  • 1961 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი (ხმალი)
  • 1961 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ტურინი (ხმალი გუნდური.)
  • 1960 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სარატოვი (ხმალი გუნდური.)
  • 1958 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: