The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გურამ კოსტავა

გურამ კოსტავა
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:ფარიკაობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მოფარიკავე (დაშნა). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 67), ორგზის მეორე (1959, 66 _ ორივე გუნდურში) და ორგზის მესამე პრიზიორი (1963, 65 _ ორივე პირადში), XVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში (1960, რომი), XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო), სსრკ ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), ხუთგზის მეორე (1960, 61, 62, 64, 68) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1957, 58, 60, 65, 67), სსრკ თასის მფლობელი (1960). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  181 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "არმიის სპორტკლუბი" თბილისი
  • "ბურევესტნიკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი (დაშნა პირადი და გუნდური.)
  • 1967 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მონრეალი (დაშნა გუნდური.)
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1966 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მოსკოვი (დაშნა გუნდური.)
  • 1965 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. პარიზი (დაშნა)
  • 1964 - მესამე ადგილი, ოლიმპიური თამაშობები. ტოკიო
  • 1964 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მინსკი (დაშნა გუნდური.)
  • 1963 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. გდანსკი (დაშნა)
  • 1962 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი (დაშნა გუნდური.)
  • 1961 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი (დაშნა გუნდური.)
  • 1961 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი (დაშნა.)
  • 1961 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ტურინი (დაშნა გუნდური.)
  • 1960 - მესამე ადგილი, ოლიმპიური თამაშობები. რომი (დაშნა გუნდური.)
  • 1960 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სარატოვი
  • 1960 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სარატოვი (დაშნა.)
  • 1959 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ბუდაპეშტი
  • 1958 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1957 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ვოროშილოვგრადი

გააზიარე: