The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბორის დიაჩკოვი

ბორის დიაჩკოვი
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 1985  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსაჯი, მძლეოსნობა, მწვრთნელი

ბიოგრაფია

მძლეოსნობა. საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენი 100 მ რბენაში, 110 მ თარჯრბენსა და ჭოკით ხტომაში. მუშაობდა მწვრთნელად. ავარჯიშებდა ნინო დუმბაძეს (მისი მეუღლე), ელენე გოკიელს, ლევან სანაძესა და რობერტ შავლაყაძეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.

სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1936 წლიდან.

სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1940 წლიდან.

სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი 1959 წლიდან.

საკავშირო კატეგორიის მსაჯი 1939 წლიდან.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  324 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: