The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ელენე გოკიელი

ელენე გოკიელი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1918
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 1992  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მსაჯი, მძლეოსნობა, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მძლეოსანი (თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა). ევროპის ჩემპიონატის (1946) ორგზის მეორე პრიზიორი 80 მ თარჯრბენსა (ფინალში 0,1 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს_ლეგენდარულ ჰოლანდიელ მორბენალს, ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ფანი ბლანკერს-კუნს) და 4 X 100 მ ესტაფეტაში.  სსრკ ჩემპიონი (1944, სიგრძეზე ხტომა), რვაგზის მეორე (1945, 46, 47, 48, 50, 52) და ორგზის მესამე (1944, 49) პრიზიორი, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952, ფინალში ვერ გავიდა), სსრკ მრავალგზის რეკორდსმენი. საუკეთესო პირადი შედეგი: 80 მ თარჯრბენი _ 11,1 წმ; სიგრძეზე ხტომა _ 5,62 მ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  152 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: