The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლევან სანაძე

ლევან სანაძე
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1998  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მძლეოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მძლეოსანი (სპრინტი). XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952, ჰელსინკი _ ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის ჩემპიონი (1950 _ ესტაფეტა 4X100) და მესამე პრიზიორი (1954 _ ესტაფეტა 4X100), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1948, 52 _ ესტაფეტა 4X100), ექვსგზის მეორე (1948, 52, 54 _ რბენა 100 მ;  1948 _ რბენა _ 200 მ;  1954 _ ესტაფეტა 4X100 და ესტაფეტა 4X400)  და შვიდგზის მესამე (1949, 50, 53 _ რბენა 100 მ;  1950, 51, 54 _ რბენა 200 მ; 1950 _ ესტაფეტა 4X400) პრიზიორი. მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1951, 54 _ ესტაფეტა 4X100) და ორგზის მეორე პრიზიორი (1951, 54 _ რბენა 100 მ), მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების მეორე (1955 _ ესტაფეტა 4X100) და მესამე (1953 _ ესტაფეტა 4X100) პრიზიორი. პირადი საუკეთესო შედეგები: 100 მ _ 10,3 წმ;  200 მ _ 21,4 წმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  152 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ნაუკა" თბილისი

გააზიარე: