ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ნადეჟდა დვალიშვილი - ხნიკინა
დაბადების თარიღი: | 24 ივნისი, 1933 (91 წლის) |
კატეგორია: | მძლეოსნობა |
ბიოგრაფია
დაიბადა ბაქოში. მძლეოსანი (სპრინტი, სიგრძეზე ხტომა). XV და XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი _ რბენა 200 მ, 24,2; 1956, მელბურნი _ სიგრძეზე ხტომა, 6,07 მ). სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1951, 53 _ რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 _ რბენა 200 მ; 1951, 53 _ სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 _ სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 _ ესტაფეტა 4X200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 _ რბენა 100 მ და 200 მ; 1957 _ სიგრძეზე ხტომა), მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 _ სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 _ ესტაფეტა 4X200, ორჯერ, ესტაფეტა 4X100; 1954 წელს სიგრძეზე ხტომაში) გაიმეორა ფრანსის ბლანკერს-კუნის მსოფლიოს რეკორდი _ 6,25 მ . საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ _ 11,7 წმ; 200 მ _ 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა _ 6,25 მ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 152 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|