The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რობერტ შავლაყაძე

რობერტ შავლაყაძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:მძლეოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მძლეოსანი (სიმაღლეზე მხტომელი). საუკეთესო შედეგი _ 217 სმ. XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960, რომი) _ 216 სმ, XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962),  სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957, 58, 59, 60, 61, 62, 63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958, 59, 60, 61, 62), “გიგანტთა მატჩში” (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), სეოკის აღმასკომის წევრი, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  153 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: