The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლუდმილა იევლევა

ლუდმილა იევლევა
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:მძლეოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა დროგობიჩში, (უკრაინა). მძლეოსანი (თარჯრბენი). გამოდიოდა საქართველოს სახელით. ევროპის ზამთრის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1968 _ თარჯრბენი 50 მ), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1967, 70, 71), მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1960, 72), XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1968, მეხიკო _ თარჯრბენი 80 მ, წინასწარ გარბენში დაიკავა IV ადგილი და ასპარეზობას გამოეთიშა). პირადი საუკეთესო შედეგები: თარჯრბენი 80 მ _ 10,5 წმ; თარჯრბენი 100 მ _ 13,6 წმ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  152 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სპარტაკი" თბილისი

გააზიარე: